დაპირისპირების საფრთხე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან - ადგილზე საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. პარალელურად, შენობის შიგნით იმყოფება საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გოგა მემანიშვილი.
ამ წუთებში ოპოზიცია ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრაზე ენმ-ს ლიდერები იმყოფებიან. შენობასთან კი "ოცნებამ" საკუთარი აქტივისტების მობილიზაცია კობახიძე- მელიას დაპირისპირების შემდეგ გამოაცხადა.