პარტია "დროა" და "თბილსერვისიდან" გათავისუფლებული ირაკლი ბაღდავაძე თბილისის მერიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. ისინი საჩივარს დღეს შეიტანენ.
ლემონჯავას შეფასებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკური მოტივითაა გათავისუფლებული. მას სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ აქვს, ამის მიუხედავად დავის გაგრძელებას და ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას აპირებს.
ცნობისთვის, ირაკლი ბაღდავაძე სამსახურიდან 23 აგვისტოს გაათავისუფლეს. როგორც თავად ამბობს, მიზეზი მისი ხმაურიანი განცხადებები გახდა "თბილსერვისში" არსებული კორუფციისა და დამამცირებელი სამუშაო პირობების შესახებ.
თბილისის მერიაში კი ამტკიცებენ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.