იცოდნენ, ჩემი შვილი არ იყო საღად მოაზროვნე, ეგ უნდოდათ ზუსტად - დაუთაშვილის მამა დმანისის დაპირისპირებაზე

გამოქვეყნდა:

დმანისში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრის საქმეზე ბრალდებული დავით დაუთაშვილის მამა, მიხეილ დაუთაშვილი ამბობს, რომ მისი შვილის ქმედება ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ იყო პროვოცირებული. 

მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და გამიზნულად გამოიწვიეს.

"ჩემი შვილი არც ვიცოდი იქ თუ იყო იმ დროს. მე რომ დამარტყეს და დავეცი, ერთი ის მახსოვს, რომ ადგომას ვაპირებდი, როგორმე უნდა ავდგე თორემ გადამივლიან მეთქი, მერე აღარაფერი აღარ მახსოვს. მითხრეს, რომ სამი კაცი მირტყამდა წაქცეულს, კადრებიც გაქვთ ყველა ტელევიზიას როგორ მაყენებენ გრძნობადაკარგულს. ამ ყველაფერს უყურებს თურმე 5 მეტრში ჩემი შვილი, ფსიქიკურად აშლილი, არაადეკვატური და მოხდა ის რაც მოხდა. 

იცოდნენ ჩემი შვილის მდგომარეობა, იცოდნენ რომ თავს ვერ შეიკავებდა, არ იყო საღად მოაზროვნე, ეგ უნდოდათ ზუსტად და ეგ გააკეთეს", - თქვა მიხეილ დაუთაშვილმა. 

მისივე თქმით, ბრალდებული სუს-ის ტექნიკის საწყობში მუშად მუშაობდა.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს, დმანისის სოფელ განთიადში, ოპოზიციის მერობის კანდიდატი გიორგი ტატუაშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც ადგილზე მმართველი გუნდის მხარდამჭერები მივიდნენ და მათ დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებისას "ნაციონალური მოძრაობის" ორი მხარდამჭერი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ დავით დაუთაშვილი დააკავა, რომელიც "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი