აშშ ვაქცინის მესამე დოზას მხარს უჭერს | ვის შეეძლება ბუსტერით აცრა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) COVID 19-ის წინააღმდეგ დამატებით, მესამე აცრას ხანდაზმულებისა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებისთვის მხარს უჭერს.

CDC-ის დირექტორმა, რეშელ ვალენსკიმ ხელი მოაწერა მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციებს, რომლის თანახმადაც, Pfizer-ით დამატებითი ვაქცინაციის საშუალება უნდა მიეცეთ 65 წლის და უფროს ადამიანებს, ასევე ხანდაზმულთა სახლების ბინადრებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, 50-64 წლის პაციენტებს.

ვალენსკიმ მხარი დაუჭირა დამატებით ვაქცინაციას სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დაწესებულებებში, სადაც მაღალია კორონავირუსით ინფიცირების რისკი, მაგალითად, ციხეებსა და უსახლკაროთა თავშესაფრებში, ასევე ჯანდაცვის მუშაკებისთვის.

ამ რეკომენდაციით, ვაქცინის დამატებითი დოზა უნდა გაუკეთდეთ იმ პირებს, რომლებმაც უკანასკნელი დოზა მინიმუმ ექვსი თვის წინ მიიღეს.

აშშ-ში COVID-19-ის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა გამოიყენება. სრულად არის აცრილი მხოლოდ 182 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 55%.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი