"თავისუფლებას ჩვენს თვალწინ ანადგურებენ... აუცილებელია ხალხი 2 ოქტომბერს არჩევნებზე მივიდეს" | მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნდა:

გადამწყვეტი არჩევნების წინ ვაშინგტონში შეხვედრები გამართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ კანონმდებლებს ჯიმ რიშს, ჯინ შაჰინს და სენატორ რონ ჯონსონს თავისი პოლიტიკური გეგმები გააცნო. მათგან კი მიიღო პირობა, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში ამერიკული დელეგაიცა ჩამოვა.

ამით სააკშვილმა ვაშინგტონში შეხვედრები დაასრულა და ფრანკფურტში ჩავიდა, სადაც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ მაიკ გელერთან და ევროპარლამენტში მწვანეთა პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, ვიოლა ფონ კრამონთან ერთად სტუდენტებსა და ქართულ სატვისტომოს შეხვდა.

საუბრის თემა 2 ოქტომბრის არჩევნები და მისი მნიშვნელობა იყო. ევროპარლამენტარებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. მათი შეფასებით, ივანიშვილი ცდილობს თავისი პარტიის მხარდაჭერის მკვეთრი შემცირება ძალადობით დააკომპენსიროს და გაყალბებით გადაფაროს, ამიტომ თავისი სიტყვა ხალხმა უნდა თქვას.

საქართველოში თავისუფლების განადგურება ხდება ჩვენს თვალწინ. აუცილებელია, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ შევაჩეროთ... თუ ჩვენ მივდივართ იმაზე, რომ პირველ რიგში ძალიან ბევრი ხალხი მივიდეს ხალხი არჩევნებზე, "ქართული ოცნება" მოუწოდებს, რომ ხალხი არ მივიდეს, არაფერს არ ცვლისო, ამბობენ... - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი