როგორ გაანადგურა ერთი ქართული ოჯახი "ქართულმა ოცნებამ" - მთავარი არხის ეთერში, გადაცემა "მთავარი აქცენტების" სპეცეთერში, ცნობილი ექიმის, მანანა მოდებაძის ოჯახი იხსენებს, თუ როგორ მიიყვანა კალაძეების კლანმა სიკვდილამდე ოჯახის დედა, მანანა მოდებაძე.
მისი შვილი, დათო ორდენიძე იხსენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2002 წლიდან დაიწყო. 2008-დან 2012 წლამდე რუსთავის კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობდა, ახალი ხელისუფლების პირობებში კი 2013 წელს გენერალურ ინსპექციაში გადავიდა, რომლის უფროსადაც 2014 წელს იოსებ გოგაშვილი დაინიშნა. ყვება, რომ სწორედ გოგაშვილის ბრძანებით ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს როგორც ამ, ისე მომავალი სამსახურებიდანაც, მათ შორის სამხედრო და ფინანსური პოლიციიდან. რის შემდეგაც მათ გოგაშვილთან შეხვედრა განიზრახეს. ამის შემდეგ კი საქმეში კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე გამოჩნდა, რასაც ივანიშვილის ძმების გამოჩენაც მოჰყვა.
იხილეთ ასევე: