ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი სამეგრელოში. სენაკსა და ზუგდიდში ადგილობრივმა ხელისუფლებამ არჩევნებში ხმების მიღების სანაცვლოდ 8 მრავალშვილიან ოჯახს ბინები უკანონოდ, ჩუმად გადაუფორმა.
ოჯახები წლებია იმ ფართების დაკანონებას ითხოვენ, სადაც ცხოვრობენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ახლა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმე ოჯახს შეუთვალეს, რომ 2 ოქტომბერს, მხარდაჭერის შემთხვევაში საკუთრებაში გადასცემდნენ საცხოვრებლებს და ასეც მოხდა, ხოლო მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც ოპოზიციურადაა განწყობილი, ისევ ბინების გარეშე დარჩა.
ავტორი: ემა გოგოხია