ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

Facebook-მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა 2 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნებზე ყველა მივიდეს და "მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება ყველანი უნდა გამოვიდეთ ქალაქების სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ მოპოვებული გამარჯვება".

"ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მივცეთ ხმა, დავაფიქსიროთ პოზიცია. მას შემდეგ, რაც უბნები დაიხურება, უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენი მოპოვებული გამარჯვება....

საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს არ გადარჩენა გადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და თქვენთან ერთად დავიცვა ნება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში",-თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა Facebook მიმართვის კომენტარში თვითმფრინავის ბილეთის ფოტოც დადო:

თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 2 ოქტომბეტრს გაიმართება.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი