"ბათუმში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები აღარ ფუნქციონირებს" | ენმ-ის მერობის კანდიდატმა ჩანაწერები გამოაქვეყნა

გამოქვეყნდა:

ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, მათ შორის ბრენდული "ინტურისტი", "სქაითაუერი" და ბევრი სხვა სასტუმრო აღარ ფუნქციონრიებს - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი გიორგი კირთაძე ავრცელებს.

ის ფაქტის დამადასტურებლ ჩანაწერებსაც ასაჯაროებს - ირკვევა, რომ სასტუმროები რეზიდენციებადაა გადაკეთებული. ენმ-ის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ბათუმში ეწყობა როგორც არალეგალური ინტერნეტკაზინოები, ასევე კრიპტოვალუტის ცენტრები.

როდესაც უკანონო მშენებლობას ვაპროტესტებდით, ადგილობრივებმა პირდაპირ გვითხრეს, რომ ზედამხედველობის სამსახურს აკრძალული აქვს ადგილზე მისვლა და ჯარიმის გამოწერა. ჩვენი ინფორმაციით, ეს არის არალეგალური ჩინური ონლაინკაზინოების აიპი მართვის ცენტრი, თუმცა ამის პარალელურად, ჩვენს ქალაქში ჩინეთიდან კრიპტოვალუტის წარმოების ნაწილის გადმოტანაც იგეგმება, -  ამბობს კირთაძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი