"ევროპულმა საქართველო" სარეკლამო კომპანია "ალმას" ოფიციალური წერილით მიმართა - პარტია "ცხოველების ფერმის" პლაკატების ბილბორდებზე განთავსებას ითხოვს.
კომპანიის ოფისში მაჟორიტარობის შეთანხმებული კანდიდატები ბესო დონაძე და გიორგი ნონიაშვილი მივიდნენ, თუმცა კომპანიის პასუხი უცნობია. დირექტორის ჯერჯერობით ადგილზე არ იმყუოფება.
ცნობისთვის "ალმამ" ბილბორდები სიძულვილის პლაკატებს დაუთმო, რომლებზეც პოლიტიკოსები და მედიამენეჯერები არიან გამოსახულები. "სისხლიანი ბანერები" თბილისში 17 სექტემბერს, გვიან ღამით გამოჩნდა. ამ ბილბორდებმა ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერები ჩაანაცვლა.
კომპანიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ემიჯნებიან ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას რაც სიძულვილს და აგრესიას იწვევს, თუმცა სიძულვილის ბანერები ქალაქში ისევ გამოკრულია.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციამ მიმართა, თუმცა ცესკო-მ დარღვევა ვერ დაინახა.