ზუგდიდის მსგავსად, ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირდა მარნეულშიც, სადაც მერიის წარმომადგენლები მოსახლეობას საკვებ პროდუქტს ურიგებენ. პროდუქტებს შორისაა მაკარონი, საპონი, ზეთი და სხვა საყოფაცხოვრებო საკვები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსყიდვის პროცესში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წევრები პირადად არიან ჩართული, მოსახლეობა კი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ამ პროდუქტის აღება უწევთ.