“დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ” - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ამ წარწერით ფოტოს აქვეყნებს:
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა 27 სექტემბერს Facebook-ზე მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება. მან კიევი-თბილისის რეისის ბილეთის ფოტოც გაავრცელა, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 2 ოქტომბერს, 23:05 საათზე, დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად უნდა ჩამოსულიყო.