აი, ეს არის ჩემი ბათუმი - მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი Facebook-ზე ვიდეო მიმართავს აქვეყნებს და ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. მისივე თქმით, სულ მალე, თბილისში იქნება.

"აი, ეს არის ჩემი ბათუმი. 2-ში უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე და მივცეთ ხმა "ნაციონალურ მოძრაობას". არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას, არც ვიღაც მათ სატელიტებს. თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ მოგწონთ, მიეცით ხმა შედარებით პატიოსან, პატარა პარტიებს.

აქ უნდა ყოფილიყო ჩემი ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გაანადგურეს.  ვაქცინაც გვექნებოდა და არც კოვიდით დაგვეხოცებოდა ამდენი ხალხი. ისე მენატრებოდა აქაურობა. დღეს არის ჩემი ოცნების აღსრულება. საბოლოოდ ეს ოცნება ასრულდება, როდესაც საქართველო დადგება ფეხზე. დღეს აქ მხოლოდ სახლებს აშენებენ რუსებისთვის და სადაც ეს ხდება, იქ არსად არ არის განვითარება და წინსვლა. საქართველოდან გარბის ხალხი.

ჩვენ უნდა მივიდეთ ორში და ყველამ მივცეთ ხმა. შემდეგ, სამში შევიკრიბოთ, რუსთაველი გავავსოთ, თავისუფლების მოედანი და თუ ვიქნები ასი ათასი ადამიანი, ვერავინ დაგვამარცხებს, საქართველო დაადგება განვითარების გზას. აბა თქვენ იცით, თქვენ იმედზე ვარ. ხომ ხედავთ, ყველაფერი გავრისკე, ჩემი სოცოცხლეც, თავისუფლებაც, რათა ჩამოვსულიყავი აქ. თქვენგან მხოლოდ ერთი რამ მინდა, მიდით არჩევნებზე, ნუ შეგეშინდებათ, ყველაფერი გამოგვივა. მომავალ შეხვედრამდე. სულ მალე თბილისში", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი