მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის საქართველოში არაა. 

ამ თემაზე "ქართული ოცნების" არცერთ წევრს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება. ამ თემაზე ჯერ ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს და არცერთ უწყებას განცხადება არ გაუკეთებია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი