უკრაინაშია, უკრაინიდან არსად გასულა - მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" წევრის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია და უკრაინის ტერიტორია საერთოდ არ დაუტოვებია. მისივე თქმით, ვიდეო, რომელშიც მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბათუმშია "დიფფეიქი" ან "ფეიქის" სხვა სახეობაა.

"უკრაინაშია, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი უკრაინიდან არსად არ გასულა, სხვა ქვეყანაშიც არ გადასულა, ეს ადამიანი არის უკრაინაში, შემძვრალია სადღაც სოროში, ემალება ყველას, რომ შექმნას ილუზია, რომ თითქოს არის საქართველოში", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი