"ოცნება" სრულ პანიკაშია, ეჭვიანობენ ივანიშვილზე - კილაძე მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნება თამაშგარე მდგომარეობაშია, ახლა ყველა საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს - აცხადებს ჟურნალისტი ელისო კილაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, "დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას.

კილაძე ამბობს, რომ მმართველ გუნდში ახლა სრული პანიკაა, ძალოვანი უწყება კი ჩამოშლილია:

"ყველა ოტო, საქართველში რაც არსებობს ოფიციალური და არაოფიციალური, სრული დატვირთვით მუშაობს და უსმენენ ყველას, ვისი მოსმენაც შესაძლებელია და ვის ეძებენ, მთავარ ძებნილს, რომელიც ისე შემოეპარათ საზღვარზე, რომ დისლოკაციის ადგილი არ იციან, საიდან შემოეპარათ ქვეყანაში" - ამბობს კილაძე

კილაძის თქმით, არ არის გასაკვირი თუ მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის საზღვარი უპრობლემოდ გადმოლახა, რადგან მას ძალოვან უწყებებში ბევრი მხარდამჭერები ჰყავს. 

რაც შეეხება "ქართული ოცნების" შიგნით არსებულ მდგომარეობას, როგორც კილაძე ამბობს, მმართველ გუნდში ახლა "ივანიშვილზე ეჭვიანობენ" .

"ეჭვიანობენ ბიძინა ივანიშვილზე, ხომ არ არის მისი თანხმობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე, ხომ არ იყო ეს გარანტიების სანაცვლოდ და ხომ არ არის ჩვენი დასავლელი და ევროპელი მეგობრების გადაწყვეტილება" - ამბობს კილაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი