"მთავარი არხის" გენერალურის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, დღეიდან ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი იქნება. ამის შესახებ განცხადება ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ის და ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი, მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-6 ციხეში დღესვე მოინახულებენ .
"მე ახლა გელაპარაკებით, როგორ ამ ტელევიზიის დამფუძნებელი, დირექტორი, ჟურნალისტი და ასევე მიხეილ სააკაშვილის უფლებათა დამცველი. დღეს, მე, ნიკა გვარამია ვიწყებ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას. დღესვე ვაპირებ, რომ შევიდე ციხეში, მე და დიტო საძაგლიშვილი, ვნახო ის, ვესაუბრო სახალხო დამცველს და ისიც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიემართება რუსთავისკენ. რუსთავის ციხეშია ბატონი სააკაშვილი",- თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.