გვარამიას საქმეზე მოსამართლე არევაძის მიერ თვითაცილება გახარიას კაბინეტში გადაწყდა - „მთავარი არხის“ დამფუძნებლის სკანდალური განცხადება და ევროსასამართლოს მიერ შექმნილი ახალი რეალობა

გამოქვეყნდა:

კრემლის კიდევ ერთი სქემა საქართველოში - სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ პუტინის და ივანიშვილის რეჟიმები ოპონენტებს ერთნაირი მეთოდებით ებრძვიან.

სტრასბურგის გადაწყვეტილებაში, რომელიც ხადარკოვსკის წინააღმდეგ ფულის გათეთრების და გაფლანგვის მუხლებით სისხლის სამართლებრივ დევნას ეხება, პირდაპირ წერია, რომ სამოქალაქო გარიგების გამო, ბრალდებულებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდათ

სტრასბურგის გადაწყვეტილება ახალი გარემოება ხდება ნიკა გვარამიას საქმეში. „მთავარი არხის“ დამფუძნებლებს ქართული პროკურატურა ზუსტად იგივე შინაარსის ბრალდებით ასამართლებს, როგორც რუსეთის ხელისუფლებამ პუტინის მთავარი ოპონენტი გაასამართლა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვერდიქტის გათვალისწინება, ბიძინა ივანიშვილის მორჩილ სასამართლოსაც კი აუცილებლად მოუწევს. 

ფულის გაფლანგვის ბრალდება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის, ოპონენტების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ იარაღად იქცა. ტრაქტორების, კაბელების, ე.წ. პიჯაკების, გიგი უგულავას და ახლა უკვე ნიკა გვარამიას საქმეები, ყველა ამ შემთხევაში ოლიგარქის მთავარი იარაღი სწორედ სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი გახდა. ამიტომ ადვოკატებმა, მისი არაკონსტიტუციურად ცნობა ჯერ კიდევ 4 წლის წინ მოითხოვეს, თუმცა სასამართლოს შემადგენლობის ცვლილების შემდეგ, სარჩელი თაროზე შემოდეს.

ბექა ბასილაია ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმეზე ჩანიშნულ პირველივე სხდომაზე ადვოკატები სასამართლოს ახალი რეალობის გათვალისწინებით საქმის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებენ. 

სტრასბურგის გადაწყვეტილებით შექმნილ ახალ რეალობაზე, ნიკა გვარამიას საქმის განმხილველმა ახალმა მოსამართლემ უნდა იმსჯელოს. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ქართული სასამართლო საერთაშორისო ზეწოლით იძულებული გახდება, ევროპული პრეცედენტი გაითვალისწინოს, ისევე როგორც ეს გიორგი არევაძის მიერ, თვითაცილების შემთხევაში მოხდა.

ნიკა გვარამია ყვება, რომ მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საიდუმლო შეხვედრა გიორგი გახარიას კაბინეტში, სადაც მოსამართლე არევაძე, ვანო ზარდიაშვილთან ერთად იმყოფებოდა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ თვითაცილება სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა.

ხადარკოვსკის საქმის პრეცენდენტის შემდეგ, ევროსასამართლომ ახალი რეალობა შექმნა, რეალობა, რომლის თანახმადაც კომერციულ კონტრაქტებზე სამოქალაქო დავა უნდა გაგრძელდეს და სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი