არჩევნების დღეს "ქართული ოცნება" სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს - ბიზნესმენ გიორგი კანდელაკის რესტორანში, გორში, მთელი ღამეა საკვებს ამზადებენ, რომელსაც როგორც რესტორნის წარმომადგენლები ამბობენ, გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგებენ.
გორული კატლეტი, იმერული ხაჭაპური - ასეთია კერძების ჩამონათვალი. კანდელაკის რესტორანი სრულ მობილიზებაზე გუშინ საღამოს გადავიდა.
"მთავარმა არხმა" დააფიქსირა ობიექტთან მობილიზებული "ქართული ოცნების" პარტიული აქტივი, კოორდინატორები, რომლებიც სხვადასხვა უბანზე არიან განაწილებული.
"არავის არ უყიდია, გაჭირვებული ადამიანებისთვისაა. გაბრძანდით გარეთ, კანონდარღვევაა ასე შემოჭრა აქ',- ამბობს რესტორნის თანამშრომელი
ცნობისთვის, ცნობილი მოკრივე გიორგი კანდელაკი "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული ბიზნესმენია.