ვინ არის პირი, რომელმაც მარნეულში "ლეიბორისტული პარტიის" დამკვირვებელი დაჭრა | დაპირისპირების ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

პირი, რომელმაც მარნეულის სოფელ დაშთაფაში "ლეიბორისტული პარტიის" დამკვირვებელი ევაზ მამედოვი დაჭრა, "ქართული ოცნების" აგიტატორი, გიულხან რამაზანოვია. 

როგორც მარნეულის "ლეიბორისტული პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალი ბადიროვმა "მთავარ არხს" უთხრა, სისხლიანი დაპირისპირება მხოლოდ იმის გამო მოხდა, რომ დაჭრილი მის პარტიას უჭერდა მხარს.

ამასთან ბადიროვის თქმით, თავდამსხმელი რამდენჯერმეა ნასამართლევი, თუმცა მას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მალევე ათავისუფლებდნენ. 

"ჩვენი აგიტატორი ეივაზ მამედოვი დაჭრა "ქართული ოცნების" აგიტატორმა გიულხან რამაზანოვმა. პოლიციამ რომ მოინდომოს, ადვილად შეაგროვებს მტკიცებულებებს და ოცნების მხარდამჭერი შეუძლიათ დააკავონ, მაგრამ როგორც გავარკვევი ეს პირი არაერთხელ არის დაპატიმრებული და ხშირად მალევე უშვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან", - თქვა ალი ბადიროვმა.

დაპირისპირება სოფელ დაშთაფაში, 52-ე საარჩევნო უბანზე დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

რაც შეეხება დაჭრილს, ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი