"მოეშვით ამ "ველიკაძერჟავულ" ჩვევებს" - გამყრელიძის მიმართვა ონიშენკოს

გამოქვეყნდა:

მოეშვით ამ „ველიკაძერჟავულ“ ჩვევებს -  ამირან გამყრელიძე გენადი ონიშენკოს მიმართავს და ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ონიშენკოს "ალაპარაკებენ".

ამირან გამყრელიძე ფეისბუქ ლაივის დროს რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროს მოთხოვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუს ექსპერტებს ლაბორატორაში შესვლა საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად შეეძლებათ.

ძალიან კარგად ვიცი, რომ გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას? გეუბნებიან, გავალებენ, ეს თქვიო. სამჯერ პირდაპირ დაგპატიჟეთ ბატონო გენადი, ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი რითიც ვართ დაკავებული ამ ლუგარის ცენტრში. მოეშვით ამ „ველიკაძერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ, - განაცხადა გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთი ლუგარის ლაბორატორიაში რუსი ექსპერტების შესვლას ითხოვს. ლავროვის უწყებამ ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. ოკუპანტი ქვეყანა ლაბორატორიაში შესვლას მარტო, საერთაშორისო დელეგაციის გარეშე ითხოვს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი