"დიდი ოჯახი" - ახალი ქართული სერიალი "მთავარ არხზე"

გამოქვეყნდა:

"მთავარ არხზე" მხიარული ამბები და კურიოზული თავგადასავლები გელოდებათ. "დიდი ოჯახი" იუმორისტული სერიალია, რომელიც ტრადიცილური სიტკომის წესების დაცვით იქნება გადაღებული, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიალს თან ახლავს მაყურებლის გულწრფელი ემოციები და ბევრი სიცილი. მოქმედება ერთ დიდ ოჯახში ვითარდება.

„დიდი ოჯახი" ყველა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი, ყველა სეგმენტს მოიცავს და მასში სხვადასხვა თემა იქნება გაშლილი.  

სერიალის გადაღების იდეა ვანო ჯავახიშვილს და მის გუნდს გაუჩნდა. მცირე დროში შეძლეს ახალი სცენარისტების  ჯგუფის  შეკრება და მოიწვიეს ამ ჟანრში  გამოცდილი რეჟისორი,  გოჩა კოლხელაური   და სერიალის წარმატების  საწინდარიც მაშინვე  გაჩნდა. 

დიდი მხიარულება "მთავარ არხზე" ხვალ დაიწყება. ქართული კომედიური სერიალის პირველი ორი სერია უკვე გადაღებულია და მაყურებლის შეფასებას ელოდება ყოველ პარასკევსა და შაბათს, 23:00 საათზე.

 

ავტორი: გურანდა ავალიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი