ირაკლი ღარიბაშვილი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს და სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობს. ერთ-ერთია ნარკოდამოკიდებულება, თუმცა თავადვე უარყოფს.
"საუბრობენ იმაზეც, რომ ნარკოტიკებზე მძიმე დამოკიდებულების ფონზე, თავისი გადაწყვეტილების შედეგების გათვლა გაუჭირდა. მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. "ნაციონალურ მოძრაობაში" შფოთავენ, რომ მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ. ამბობს, რომ ის არც მერაბიშვილია და არც ახალაია და ციხეში დიდხანს დარჩენას ვერ შეეგუება. სააკაშვილის ეს მდგომარეობა გუნდში მძიმედ მიიღეს, თუმცა, არც იციან, რა უნდა მოიმოქმედონ...
ალოგიკური გადაწყვეტილების ნარკოტიკებზე გადაბრალებაც აბსურდი მგონია. როგორი ნარკოდამოკიდებულიც არ უნდა იყოს ადამიანი, მას ყოველთვის აქვს საკმარისი დრო, რომ ალოგიკურ ნაბიჯზე აიღოს ხელი. - წერს ის.
ღარიბაშვილს ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულად მიმაჩნია. მისი აზრით, მესამე პრეზიდენტს ეს რომ სდომოდა "არა ქურდულად" არამედ "ვაჟკაცურად" შემოვიდოდა.
"...შესაბამისად, ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა", - წერს ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ "პრემიერი გახარია აღარ იყო", რაც მესამე პრეზიდენტს დაავიწყდა.
ცნობისთვის, წინასაარჩევნოდ "ქართულმა ოცნებამ" ნარკოდამოკიდებულების ვერსია გახარიაზეც გაავრცელა.