პატრიოტული გრძნობები თუ ჰქონდა, ლეგალურად შემოსულიყო - ზალკალიანი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პრემიერს ეთანხმება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში მშვიდობიანად ჩამოსვლა კი არა "სხვა განზრახვა" ჰქონდა. მისი თქმით, ექსპერტი და გადამდგარი პოლიტიკოსი რას იტყვის პოლიტიკურ პატიმრობასთან დაკავშირებით,  მნიშვნელოვანი არაა.

"თუ მას რაღაც პატრიოტული გრძნობები ჰქონდა და თუ სურვილი ჰქონდა ჩართულიყო ამ პროცესში, უნდა ლეგალურად გადაეკვეთა როგორც უკრაინის საზღვარი, ისე ლეგალურად შემოსულიყო საქართველოში და ამ შემთხვევაში, თუკი მას მართლაც განზრახვა ჰქონდა ასეთი წასულიყო ციხეში და გაეგრძელებინა ბრძოლა. 

ჩვენ ვნახეთ აბსოლუტურად განსხვავებული სცენარი, შემოპარვით, უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, სწორედ ეს არის ის ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ მას ჰქონდა აბსოლუტურად სხვა განზრახვა", - თქვა დავით ზალკალიანმა

ღარიბაშვილმა დღეს გავრცელებულ ღია წერილში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის სხვადასხვა ვერსიებზე იმსჯელა და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად დაბრუნდა.

 ამავე თემაზე: 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი