ლანჩხუთში, სოფელ ქვიანში ეროვნული გმირის, შინდისში დაღუპული რუსლან წულაძის საფლავი გაძარცვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ნიგოითის თემის რამდენიმე სოფელში, არჩევნების შემდგომ დღეებში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა სასაფლაოები გაძარცვეს. აღნიშნულს მედიასთან ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის გიგა დოლიძის განცხადებით, გაძარცვულია სამი სოფლის სასაფლაო.
"სამწუხაროდ, ეს ფაქტი სიმართლეს შეესაბამება. გაძარცვულია ქვიანის, ჭყონაგორისა და ნიგოითის სოფლის სასაფლაოები, საიდანაც მოხსნილია და წაღებულია ალუმინის მასალები", - თქვა გიგა დოლიძემ.
ფაქტზე გამოძება დაიწყო.