"თქვენ მოგიწევთ ციხეში წასვლა" - ხმაური ზუგდიდის საოლქო კომისიაში

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში ხმების გადათვლა მიმდინარეობდა. დაითვალეს 4 საუბნო საარჩევნო კომისიის ხმები, რის შემდეგაც ერთ უბანზე შედეგები გაბათილდა.

ოპოზიციამ დალუქული ბიულეტენების გახსნისას შეამჩნია, რომ ისინი უკვე გახსნილი იყო და ეს მაშინვე გააპროტესტა. აღმოჩნდა, რომ ბევრი ბიულეტენი, ვითომ მთვლელების მექანიკური შეცდომით, ბათილ ბიულეტენებად იყო ჩათვლილი. რეალურად კი ბიულეტენები წინასწარ იყო ჩასწორებული და გადაკეთებული ,,ქართული ოცნების'' სასარგებლოდ.

ერთ-ერთ უბანზე არჩევნების მეორე ტური ჩატარდება, აქ უმრავლესობა ჰქონდა ოპოზიციას საკრებულოში, თუმცა გუშინდელი გადათვლის შემდეგ ,,ნაციონალურ მოძრაობას'' მოაკლდა ერთი მაჟორიტარი.

საჩივარი ხმების გადათვლასთან დაკავშირებით არჩევნებიდან მეოთხე დღეს ,,ქართული ოცნების'' შტაბის ხელმძღვანელის მოადგილემ შეიტანა, რომლის შვილიც საკრებულოს წევრია.

ოპოზიციის კომისიის წევრებმა მოითხოვეს, რომ საჩივარი არ განხილულიყო, თუმცა საოლქოს თავმჯდომარემ ეს არ გაითვალისწინა. ნაციონალურ მოძრაობა აპირებს პროკურატურას მიმართოს და ბიულეტენებზე ექსპერტიზას ითხოვს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი