გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი ამოიყვანეს

გამოქვეყნდა:

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში კიდევ ერთი ბავშვი მოჰყვა, რომელიც ნანგრევებიდან უკვე ამოყვანილია. არსებული ინფორმაციით, ის ახალშობილ და უკვე გადაიყვანეს საავადმყოფოდან.

ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს ნანგრევებიდან მცირეწლოვანი, რომელიც ჩამონგრეულ კორპუსთან გაჩერებულ მანქანაში იჯდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნგრევა 26 მაისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. 5 სართულიანი კორპუსი მთლიანად ჩამოიშალა. მიზეზად სხვადასხვა ვერსიები სახელდება, მათ შორის სარემონტო სამუშაოები, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე დამატებითი სართულების დადგმა კორპუსისთვის. განიხილება გაზის აფეთქების ვერსიაც.

ამ დროისათვის ისევ  უცნობია არის თუ არა მსხვერპლი. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს. 

ფოტო - აჭარის ტელევიზია

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი