ნანგრევებიდან ამოყვანილი 35 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

35 წლის ქალი, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია "მთავარ არხს" კლინიკის დირექტორმა, თამარ მხატვარმა დაუდასტურა.

ქალი კლინიკაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მას გული 5-ჯერ გაუჩერდა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში მოყვა 10-ზე მეტი ადამიანი. მაშველებმა მომხდარიდან მალევე ამოიყვანეს ნანგრევებში მოყოლილი მცირეწლოვანი, რომელიც კორპუსთან მდგარ ავტომობილში იმყოფებოდა. უშუალოდ შენობაში მყოფი ადამიანებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში. ერთ-ერთი მათგანი სწორედ 35 წლის ქალი იყო. ასევე, ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი, საიდანაც ორი ბავშვია. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი