ბორანი "ვილნიუსი" და მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის გზები - მორიგი ჩვენება გამოძიების მასალებიდან

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის საზღვარზე შემოსვლის საქმის მასალებით ირკვევა, რომ უკრაინიდან ბორანი სახელწოდებით, "ვილნიუსი" საქართველოში 28 სექტემბერს წამოვიდა. გამოძიების ვერსიით, ეს სწორედ ის ბორანია, რომლის მეშვეობითაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში შემოვიდა. ბორანს საქმის ერთ-ერთი ბრალდებული, ელგუჯა ცომაია მართავდა. 

საქმეში არსებული ჩვენებების მიხედვით ჩანს, რომ მას შემდეგ რაც ფოთის პორტში ბორანი მივიდა, ის მებაჟეებმა შეამოწმეს, თუმცა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

"მას შემდეგ, რაც ბორანი მოადგა ფოთის პორტს, უფლებამოსილი მებაჟე ოფიცრის მიერ გამოწერილი იქნა აღრიცხვის მოწმობა. მოწმობის თანახმად, ავტომობილის მძღოლი გახლდათ ელგუჯა ცომაია.

29 სექტემბერს, დაახლოებით შუადღეს, მე დავიწყე საქონლის ფიზიკური დათვალიერება და შესაბამისი ნიმუშების აღება. სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, ზემოხსენებული ავტომობილი დაილუქა საბაჟო დეპარტამენტის ლუქით",-ნათქვამია ჩვენებაში.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია თავადვე გაავრცელა 1 ოქტომბერს, თუმცა ხელისუფლება მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მესამე პრეზიდენტს სახელმწიფო საზღვარი არ ჰქონდა გადმოკვეთილი და რომ ის "ფეიკ" ვიდეოებს ავრცელებდა.

საღამოს კი ღარიბაშვილმა დაადასტურა ის, რასაც მისი თანაპარტიელები მთელი დღე უარყოფდნენ და განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი დაკავებული იყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი