1 წლის ერეკლე დავლაძე, მისი და ანასტასია, მათი დედა - ინგა მეკეიძე, მათი ბიძა - ნუგზარ დავლაძე. სადარბაზოს კიდევ ერთი მცხოვრები - მაია თოდუა და მისი 12 წლის შვილი - დავით შომახია. 81 წლის გულნარა აბჟანადაძე, სერგო ჩხატარაშვილი, ჯემალ ბაუჟაძე და კიდევ ერთი მათი მეზობელი - ადამიანები, რომლებიც ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ.
მძიმე 30 საათის შემდეგ, ბათუმში სამაშველო სამუშაოები დასრულდა. ნანგრევებში მოყოლილი ყველა ადამიანის ცხედარი ამ დროისთვის ნაპოვნი და ამოყვანილია. შენობაში მყოფთაგან ცოცხლად მხოლოდ ერთი ადამიანი გადარჩა.