შიმშილობის მე-10 დღეს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა და ამ ინფორმაციას სწორედ ის ავრცელებს.

სიტუაცია დამძიმდა... მისი მდგომარეობა გაუარესდა, საკმაოდ გაუარესდა... ორი დღის წინ სულ სხვანაირად გამოიყურებოდა... უარს ამბობობს თაფლის და წვენების მიღებაზე და ახლა მხოლოდ წყალს სვამს... მიშას აქვს სისხლის დაავადება, თალასემია. მე არასდროს მითქვამს ეს ტელევიზიაში და დღეს მომცა ამის გასაჯაროების უფლება. ამ სისხლის დაავადების დროს აბსოლუტურად არ შეიძლება შიმშილი. ეს იწვევს ისეთ ცვლილებებს, რომლის რევერსი არ არსებობს... უფრო მძიმედ დადის, უჭირს ლაპარაკი, აწუხებს, რომ ცუდადაა, - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

მისივე თქმით, ხვალ შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანონ.  

"დღეს არც მინდოდა საპატიმროს დატოვება, მაგრამ მერე შევხვდი ექთანს და ნახევარი საათი ვლაპარაკობდით იმაზე, როგორ გადავაგოროთ ეს ღამე, ხვალ ხვალ იქნება, მერე ვნახოთ როგორ იქნება.[ხვალ] ვაპირებ მისვლას და ალბათ, უნდა გადავიყვანოთ საავადმყოფოში, ხვალ თუ არა უკვე ზეგ უნდა გადავიყვანოთ... ის შიმშილობდა 10 დღე, ოფიციალურად ასე ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს არ არის 10 დღე, მე მგონი 14-15 დღეა უკვე. მე არ ვიცი, როგორ ჩამოვიდა საქართველოში, არ ვიცი როგორ ჩამოვიდა, მაგრამ ეს კი მითხრა, რომ არაფერი უჭამია გზაში და ბათუმში რომ იყო და დადიოდა იქ საკვები არ ჰქონია",-თქვა მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა.

მიხეილ სააკაშილი უკვე მე-10 დღეა, რაც პროტესტის ნიშნად საპატიმროში შიმშილობს.

მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა 
Facebook-ზე გაავრცელა. მმართველი გუნდი მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ მესამე პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადმოუკვეთავს და ის საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა დღის ბოლოს ის პრემიერმმინისტრმა თქვა, რომ ის საქართველოში დააკავეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი