ბათუმის საქალაქო სასამართლომ კორპუსის ნგრევის გამო დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ბეჟანეიშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დაკავებულები არიან კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და 2 მუშა. ადვოკატები პროკურატურის ვერსიას არ ეთანხმებოდნენ და აცხადებნენ, რომ ექსპერტიზის დასკვნამდე დაკავებულების პატიმრობაში დატოვება არ უნდა მომხდარიყო, თუმცა მოსამართლემ მათი პოზიცია არ გაიზიარა.
ადვოკატებმა ასევე თქვეს, რომ მუშები, რომლებიც ბინაში მუშაობდნენ, უარყოფენ, რომ საყრდენ კედელთან შეხება ჰქონდათ.
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი არასწრულწლოვანი. შსს-მ მომხდარზე ერთ-ერთი ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა. ბრალის ზუსტი ფორმულირება ასეთია - სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების გარდაცვალება და მძიმე შედეგი გამოიწვია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.