ქრისტე გვასწავლის მიტევებას – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მეუფე ანანიაც უერთდება

გამოქვეყნდა:

მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, მეუფე ანანია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელს მოაწერეს. მისივე თქმით, აპირებს მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულოს. 

ამ თემაზე მან მედიასთან მცირე კომენტარი მცხეთაში გააკეთა.

"აუცილებლად. ტაძართან ვართ ჩვენ, ქრიტე გვასწავლის მიტევებას, შენდობას, პატიებას"- თქვა მან.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-14 დღეა შიმშილობს. სასულიერო პირების ნაწილმა პოზიცია მასთან დაკავშირებით ღიად დააფიქსირა და პეტიციას ხელი უკვე მოაწერა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი