არ ვაპირებ და არ მოვაწერ - მეუფე სტეფანე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე

გამოქვეყნდა:

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ამბობს, რომ არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწეროს. ამ თემაზე მან მედიასთან კომენტარი სვეტიცხოველში გააკეთა და თქვა, რომ "პოლიტიკურ აფერისტებს და პროვოკატორებს" ვერ აფასებს.

"სამართლიანი თუ არ იქნება უფალი, მაშინ ჯოჯოხეთი ფაქტიურად გაუქმდება, აღარ არის საჭირო და სამოთხე დაემსგავსება აყროლებულ ღორების ფარეხს, გამიგეთ რა ხდება?! სამართლიანობა თუ არ იქნა, მხოლოდ წყალობა არ არის უკვე ის, რაც არის სიკეთე. პოლიტიკურ აფერისტებს და პოლიტიკურ პროვოკატორებს ვერ ვაფასებ, არ ვიცი. ვინ არის პეტიცია? არ ვაპირებ, არ ვაპირებ და არ მოვაწერ", - თქვა მეუფე სტეფანემ. 

ცნობისთვის, სვეტიცხოველში იმყოფება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანიაც. მეუფე სტეფანესგან განსხვავებით, მან თქვა, რომ პეტიციას ხელს "აუცილებლად მოაწერეს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე მე-14 დღეა, შიმშილობს. სასულიერო პირების ნაწილმა პოზიცია მასთან დაკავშირებით ღიად დააფიქსირა და პეტიციას ხელი უკვე მოაწერა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი