როცა დამნაშავე არ აღიარებს დანაშაულს და კიდევ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება - მეუფე იოანე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება" - ასე უპასუხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ჟურნალისტების კითხვას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციასთან დაკავშირებით. 

მისი თქმით, რა მოტივით აწერენ სხვა სასულიერო პირები პეტიციას ხელს, "ეს მათი საქმეა", თავად კი ამის გაკეთებას არ აპირებს.

"რა მოტივი აქვთ, რატომ აწერენ ამას ხელს, ეს მათი საქმეა. იცით რა?! სუბიექტური პოზიციაა, ქვეყნის ინტერესია კანონი იყოს დაცული. თუ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს, მაშინ ქვეყანა აღარ არის. [სამართლიან სასამართლოზე კითხვები ჩნდება] იცით რა?! თქვენ ეს კითხვა ახლა გიჩნდებათ და 2005-ში, 2006-ში, 2007-ში, 2008-ში არ გაგიჩნდათ ეს კითხვა?! 100 000-იანი მიტინგები რომ დაარბიეს, ბიზნეს არეკეტებდნენ, მკვლელობები ხდებოდა, მაშინ თქვენ კითხვები არ გქონდათ, ეხლა გაგიჩნდათ კითხვები არა?! როდესაც დამნაშავე არ აღიარებს თავის დანაშაულს, არც ნანობს და კიდევ აქეთ ხულიგნობს, შერიგება არ ხდება", - თქვა მეუფე იოანემ.

მეუფე იოანეს ჟურნალისტებისადმი აგრესია არც ამჯერად დავიწყებია და დამაზუსტებელ კითხვას, გულისხმობდა თუ არა "დამნაშავეში" მიხეილ სააკაშვილის არ უპასუხა.

განსხვავებული პოზიციას აქვს ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს. ის ამბობს, რომ არ აპირებს, პეიტიციას ხელი მოაწერს. რაც შეეხება მეუფე იოანეს, კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი "დამნაშავეა, დანაშუალს არ აღიარებს და კიდევ "ხულიგნობს", რის გამოც შერიგება ვერ მოხდება.

სვეტიცხოველში იმყოფება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი მეუფე ანანიაც. მეუფე სტეფანესგან განსხვავებით, მან თქვა რომ პეტიციას ხელს "აუცილებლად მოაწერეს".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე მე-14 დღეა, შიმშილობს. სასულიერო პირების ნაწილმა პოზიცია მასთან დაკავშირებით ღიად დააფიქსირა და პეტიციას ხელი უკვე მოაწერა.

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი