აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი ჰოსპიტალიზებულია. არსებული ინფორმაციით, მისი საავადმყოფოში გადაყვანა ინფექციასთანაა დაკავშირებული, რომელსაც კორონავირუსთან შეხება არ აქვს. 

მიუხედავად ამისა, ზუსტად უცნობია, რის გამო მოუწიათ 75 წლის კლინტონის საავადმყოფოში გადაყვანა. მას გულის დაავადების ისტორია აქვს. 

კლინტონის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ის კარგ განწყობაზეა და გამოჯანმრთელება დაიწყო.

"ორდღიანი მკურნალობის შემდეგ, მისი სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტების) რაოდენობა მცირდება და ის კარგად რეაგირებს ანტიბიოტიკებზე", - აღნიშნავენ ექიმები. 

მათივე თქმით, კლინტონს სავარაუდოდ, მალე გაწერენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი