შეიძლება, რაღაცამ პროტესტი გამოიწვია, თუმცა ცეცხლი ბუნტის გამო არ გაჩენილა - ადვოკატი რუსთავის ციხეზე

გამოქვეყნდა:

ადვოკატ ჯაბა კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის დროს ერთი პატიმარი მეორის დასახმარებლად სამზარეულოს შენობაში შევიდა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო, უკან გამოსვლა ვეღარ შეძლეს და ორივე მათგანი დაიღუპა.

ადვოკატი ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, უკავშირდება თუ არა ცეცხლის გაჩენა ბუნტს.

"ცეცხლი გაჩნდა ნამდვილად სამზარეულოში, ერთ-ერთი პატიმარი, უკვე დღეს გავიგე აღნიშნულის თაობაზე, შევიდა მეორე პატიმრის გადარჩენის მიზნით და უკან ვეღარ გამოვიდნენ კვამლის გამო. ეგენი არიან დაღუპულები. შეიძლება გარკვეული პროტესტი გამოიწვია რაღაცამ, თუმცა ცეცხლი ბუნტის გამო არ გაჩანენილა, ასეთ ინფორმაცას არ ვფლობ. ინფორმაცია არ გამოდიოდა, თან დასვენების დღე იყო, მისაღები არ მუშაობდა", - თქვა ადვოკატმა ჯაბა კოჭლამაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ისიც და სხვა ადვოკატებიც ციხეში შესვლას აპირებენ და დამატებითი დეტალები, სავარაუდოდ, ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი