ბრიტანელი დეპუტატი ეკლესიაში დაჭრეს | პოლიტიკოსი ადგილზე გარდაიცვალა 

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთში დეპუტატი ეკლესიაში დანით სასიკვდილოდ დაჭრეს - ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთში დევიდ ამესი ეკლესიაში ამომრჩევლებს ხვდებოდა, რა დროსაც უცნობი პირი თავს დაესხა და დანით დაჭრა. ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს. დეპუტატი შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა.

თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა. სამართალდამცველების ცნობით, ის მარტო მოქმედებდა ხოლო თავდასხმის მოტივი უცნობია. 

ცნობისთვის, 69 წლის კანონმდებელი ეკლესიაში თავისი საარჩევნო ოლქის მცხოვრებლებს ხვდებოდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი