ივანიშვილისგან ევროკავშირში გაწევრიანებაზე ერთი სიტყვაც კი არასდროს გამიგია - ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისგან ერთი სიტყვაც კი არ გაუგია. 

მე არასდროს გამიგია ერთი სიტყვაც კი ივანიშვილისგან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეიძლება რამე გამოვტოვე, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ბრიუსელში, არც ნატოს ან ევროკავშირის შტაბბინაში. არასდროს დასწრებია კონსულტაციებს, სადაც მონაწილეობს ევროკავშირის გაფართოებაზე პასუხისმგებელი ხალხი, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ მხარი დაეჭირათ საქართველოსთვის. ახლა როდესაც მომავალს ვუყურებ, მგონია რომ საქართველოს სიახლე და გარღვევა სჭირდება. ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად უნდა დასხდნენ და ქვეყნის მომავალზე იზრუნონ. საქართველოს ახალი ლიდერები სჭირდება ყველა მიმართულებით, - ამბობს რასა იუკნევიჩიენე. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი