19-20 ოქტომბერს საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ეწვევა. იენს სტოლტენბერგის სპეცწარმომადგენლის რანგში ეს ხავიერ კოლომინას საქართველოში პირველი ვიზიტი იქნება.

ესპანელი დიპლომატი ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე 3 სექტემბერს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ჯეიმს აპატურაი ჩაანაცვლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი