თელავის საკრებულო "ოცნების" 22, ენმ-ს 13 და გახარიას 1 დეპუტატით დაკომპლექტდება

გამოქვეყნდა:

თელავის მე 17- ე საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ წევრებს შემაჯამებელი ოქმების მონაცემები გააცნო.

გამოვლინდა 26 პროპორციული სიით და 13 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი.

თელავის საკრებულოში წარმოდგენილი იქნება  "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" 22 დეპუტატით, 13 დეპუტატი - "ენმ", ხოლო გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის" ერთი დეპუტატი.  

რაც შეეხება თელავის მერობის კანდიდატებს,  50%-იანი ბარიერი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა და ქართული ოცნებისა და ენმ- მერობის კანდიდატებს შორის მეორე ტური გაიმართება.

შემაჯამებელ ოქმს ხელი კომისიის ჩვიდმეტივე წევრმა მოაწერა, თუმცა, ოპოზიციამ განსხვავებული აზრი წერილობით დააფიქსირა.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი