ტრაგედია გურიაში - 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვეს

გამოქვეყნდა:

გურიაში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. არასრულწლოვანი ერთ-ერთ არხში დამხრჩვალი ნახეს. შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში ცოტა ხნის წინ მოხდა.

ბავშვს ოჯახი და სამართალდამცველები მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით დაუდგენელია.

როგორც შსს-მ "მთავარ არხს" განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი