"შეიძლება ამ ძეგლის დაცვაც მოხდეს" - მეუფე გიორგი ნარომანოვის ძეგლზე და სუს-ის გამოძიებაზე

გამოქვეყნდა:

სუს-ის უპრეცედენტო გამოძიება ერთ-ერთი ვერსიით მარნეულის მღვდელმთავრის, მეუფე გიორგის სკანდალურ ქადაგებას უკავშირდება. საუბარია ქადაგებაზე, სადაც მღვდელმთავარი მარნეულის ცენტრიდან ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვდა, რასაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

მეუფე გიორგი დღეს "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ არ იცის რამდენად უკავშირდება მის განცხადებას სუს-ის დაწყებული გამოძიება, თუმცა მღვდელმთავრის ტონი შერბილებულია და ახლა ის უკვე ნარიმანოვის ძეგლის დაცვაზე საუბრობს.

გავეცანი სუს-ის განცხადებას. არ ვიცი ვის გულისხმობს, რადგან ის ამბობს, რომ მას აქვს ოპერატიული ინფორმაცია. მე ამაში არ ვიცი კონკრეტულად რომელ ჯგუფს გულისხმობს, მაგრამ თუ ესეა საქმე, რომ რაღაცა ჯგუფები და პირები არიან, ესენი არ ასოცირდებიან ჩემთან და არც პატრიოტული სულისკვეთების მატარებელ ადამიანებთან, თუ ესეთი საშიშროება არსებობს და თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, შეიძლება რომ ამ ძეგლის დაცვაც მოხდეს, სანამ საზოგადოება ჩამოყალიბდება, - ამბობს მეუფე გიორგი "მთავართან" საუბარში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეთნიკური შუღლის გაღვივების ფაქტზე გამოძიება დღეს დაიწყო. უწყება გავრცელებლ განცხადებაში არ აკონკრეტებს რა უდევს საფუძვლად სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, თუმცა საუბარია ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონებზე - კახეთსა და ქვემო ქართლზე.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი