მუქარის, შანტაჟის, დაშინებისა და პასპორტების ჩამორთმევის შემდეგ, ხელისუფლებამ სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგო სპეცოპერაციების სერია დაიწყო.
გვიან ღამით, ხობში, საგანგებოდ ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.
დაკავებულია ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა, რომელსაც გვიან ღამით სახლში შეუვარდნენ და "ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ხელყუმბარაც დაუდეს.
ჩხრეკა ჩატარდა პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას სახლშიც. წაღებულია მისი კუთვნილი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მას უკვე წლებია, აქვს.
პოლიციას 20-მდე დასაკავებელი ადამიანის სია აქვს, რომლებიც ოპოზიციის ხმებს იცავენ და არჩევნების გაყალბების სქემას შიფრავენ.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მიზანი ამომრჩევლის დაშინებაა.
"როგორ შეიძლება, ადამიანს ხელყუმბარა ჩაუდო, მიხვიდე ერთერთ აქტივისტთან და დაიჭირო, ეს მაშინ, როდესაც 1 წელი გავიდა, რაც მილიონი წაიღო ესებუამ და ის არ დაუჭერიათ. ესენი სულს ღაფავენ და იკბინებიან ახლა. მთვარობას მივმართავ, დაწყნარდით, წაგებულები ხართ,ზუგდიდი წააგეთ. ან ჩემს კონკურენტს როგორც სძინავს სახლში, ასეთ სიბინძურეებს რომ სჩადიან, მოვიდეს და დამიდგეს გვერდით", - თქვა ზუგდიდის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ანზორ მელიამ.