ნიკოლოზ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მამა ჰოსპიტალიზებულია. "მთავარი არხის" ინფორმაციით ნიკოლოზ სააკაშვილი ჩაფიძის კლინიკაში კარდიოლოგიური პრობლემებით არის გადაყვანილი. მესამე პრეზიდენტის მამა მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, გარკვეული პერიოდი, კლინიკაში დარჩება.

როგორც კლინიკაში ამბობენ ნიკოლოზ სააკაშვილი კლინიკაში გუშინ მოათავსეს. მკურნალი ექიმის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის მამის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ინფორმაციას გაწვდით პაციენტთან შეთანხმებით. ბატონ ნიკოლოზს აქვს გულის ქრონიკული დაავადება. ამჟამად არის ამ დიაგნოზის გამწვავება, უტარდება სტაციონარული მკურნალობა, დიდი ალბათობით ხვალ დატოვებს კლინიკას" ამბობს ნიკა ქურიძე, ნიკოლოზ სააკაშვილის ექიმი. 

მოციმციმე არითმიის ნიშნები ჰქონდა და ოჯახმა გადავწყვიტეთ ჩაფიძის კლინიკაში დაგვეწვინა ერთი დღით გამოკვლევისთვის, გამოკვლევები ჩაუტარდა, ხვალ დილას უკვე სახლში იქნებ - ამბობს ნიკოლოზ სააკაშვილის შვილი, დავით სააკაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილის მდგომარეობიდან გამომდინარე დაძაბულია, ნერვიულობს, რაც მის ჯანმრთელობაზეც აისახება. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი