"გულმოკლული ვარ... სიტყვები უძლურია, გადმოვცე ჩემი შოკი" | ალეკ ბოლდუინი გადასაღები მოედნის ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გამოხატა თავისი შოკი და მწუხარება მას შემდეგ, რაც კინემატოგრაფისტ ჰალინა ჰატჩინსს ნიუ -მექსიკოს ფილმის გადასაღებ მოედანზე სასიკვდილოდ ესროლა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იარაღში, რომლითაც ბოლდუინს უნდა გაესროლა, ნამდვილი ტყვიები არ უნდა ყოფილიყო. იარაღი რეკვიზიტად იყო გამოყენებული გადაღებების დროს. თავად ბოლდუინმა გამოძიებას ჩვენება მისცა. მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

მსახიობმა Twitter-ზე დაწერა, რომ დაუკავშირდა მის მეუღლეს და მხარდაჭერა შესთავაზა.

„გულმოკლული ვარ..ვუსამძიმრებ მის ქმარს, მათს შვილსა და ყველას, ვინც ჰალინას იცნობდა და უყვარდა. სიტყვები უძლურია, გადმოვცე ჩემი შოკი და მწუხარება ტრაგიკული უბედური შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰაჩინსის სიცოცხლე შეიწირა. მე სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, რათა გადავწყვიტო, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია.”,- წერს მსახიობი. 

შეგახსენეთ, რომ ჰოლივუდის მსახიობისა და რეჟისორის, ალეკ ბოლდუინის მიერ გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. შემთხვევა ნიუ-მექსიკოში, ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მოხდა.

BBC-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია, ხოლო დაჭრილი ფილმის რეჟისორი, ჯოელ სოუსა. რეჟისორი კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი