საგანგებო ვითარება გორის გდდ-ის ბაზაზე | ადგილზე სპეცრაზმი გამოიძახეს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ამ წუთებში დაძაბული ვითარებაა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში. გორში, იმერეთსა და ზუგდიდში მობილიზაციაა გამოცხადებული და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ყაზარმულ რეჟიმზე გამოიძახეს.

უკვე 4 საათია განსაკუთრებულ მობილიზაციაზე არიან გადასულები გორში, სადაც გდდ-ის ბაზაზე სამართალდამცველები ერთმანეთის მიყოლებით მიდიან. ჩვენი ჟურნალისტის, გიორგი ახალკაცის ინფორმაციით, ბაზაზე უკვე 300-მდე სამართალდამცველი შევიდა. 

ასვეე, სპეცრაზმის გადაყვანა იგეგმება გორიდან ზუგდიდში, სადაც, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, იარაღის საცავი აღმოაჩინეს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი