სპეცრაზმის მობილიზაციაა ამ წუთებში იმერეთშიც. ჩვენი ინფორმაციით, რეგიონში ე.წ. შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული და არ არის გამორიცხული ისინი გამთენიას სამეგრელოში გადაიყვანონ სადაც ე.წ. სპეცოპერაცია უნდა ჩატარდეს. ხელისუფლება ზუგდიდში იარაღის საწყობის "აღმოჩენას" გეგმავს.
ქუთაისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, ხატია დეკანოიძის თქმით, ის რაც დღეს ხდება, ხელისუფლების შიშს აჩვენებს.
ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, ტერორი დათესონ და ისტერია ეტყობათ ხმაში. ეს არის შიში, რომ დანამდვილებით იციან, რომ წაგებული აქვთ ზუგდიდი, ქუთაისი... რასაც ისინი აპირებენ სამეგრელოში, ეს არის დასასრული და იქნება დასასრული და წერტილი ამ ხელისუფლების. ყველა სამართალდამცველს უნდა ესმოდეს, რომ უკანონო დავალების შესრულება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
იხილეთ ასევე: