გდდ-ს შიდა ქართლის ბაზაზე სპეცრაზმის მობილიზება გრძელდება | რა გეგმა აქვთ გომელაურის უწყებაში

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში სამართალდამცველების მობილიზება ამ დრომდე გრძელდება - სპეცდანიშნულების ბაზასთან სამართალდამცველების ნაწილი დღეს დილის საათებში დააფიქსირეს, ნაწილი კი ღამით ბაზიდან გავიდა და დასავლეთის მიმართულებით გაემგზავრა.

"მთავარი არხის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "ქართული ოცნება" სამართალდამცველების პოლიტიკურ სპექტაკლში ჩართვას გეგმავს, სცენარი კი ასეთია - თუ ამბის გახმაურების შემდეგ გომელაური არ გადაიფიქრებს, რამდენიმე საათში საზოგადოებას აცნობებენ, რომ ჩაატარეს მასშტაბური სპეცოპერაცია დასავლეთ საქართველოში, აღმოაჩინეს იარაღის საცავი და დააკავეს შსს-ის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები.

სანდო წყარო შს სამინისტროდან ამბობს, რომ ხელისუფლება, რომელიც სამეგრელოში არჩევნებს აგებს, სპეცოპერაციას მოგვიანებით სხვადსხვა ფორმით ოპოზიციას დაუკავშირებს. 

შეგახსენებთ, რომ სპეცდანიშნულების რაზმი მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გუშინ საღამოს გადავიდა. დაახლოებით 5 საათის განმავლობაში, ბაზაზე 300-მდე სამართალდამცველი შეიკრიბა. სპეცრაზმელები სახლებიდან მოულოდნელად გამოიძახეს. მათ ბაზაზე მოსაბილიზებლად რამდენიმე საათი დასჭირდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი