დახმარების გარეშე დარჩენილი მუსიკოსების ბუნდოვანი მომავალი

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის კრიზისმა მუსიკოსები პირველ რიგში აუდიტორიის, შესაბამისად კი სახსრების გარეშე დატოვა. 

მუსიკოსების მუშაობის სპეციფიკა, დღიური ანაზღაურების პრინციპი და უმეტესწილად ოფიციალურად გაუფორმებელი სამსახური -  სახელმწიფოს მიერ დანიშნული დახმარება მათ არ ეკუთვნით. უსახსროდ და რაც მთავარია, კოვიდ 19-ის საგანგებო რეჟიმში უპერსპექტივოდ დარჩენილ მუსიკალურ სფეროს საქართველოში კრიზისი განსაკუთრებით მძიმედ შეეხო.

ბუნდოვანი მომავალი და გაურკვევლობა უსახსროდ დარჩენილი მუსიკოსების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. შეკრებებისა და ხალხმრავლობის დაუშვებლობა ავტომატურად მათი კონცერტების გაურკვეველი ვადით გადაწევას გულისხმობს.

მუსიკოსები ღელავენ და იმედი აქვთ, სამუშაოს დაკარგვის კონპენსაცია თუ არ ეკუთვნით,  ხელისუფლება კონკრეტულ გეგმას წარუდგენს, როდიდან და რა პირობებით იქნება შესაძლებელი მუსიკალურმა სფერომ მუშაობა განაახლოს.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოცოაცია კოვიდ 19-ის კრიზისისას კულტურის სფეროს ადამიანებისთვის მსოფლიო გამოცდილებას სწავლობს. პარტნიორი ორგანიზაციების გამოცდილების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გამოსავალიც ნახა.

ინტერნეტ სივრცე რამდენიმე თვეა მსოფლიოს ვარსკვლავების ონლაინ კონცერტებმა მოიცვა, მუსიკოსები საკუთარ მსმენელს მორალურად ამხნევებდნენ. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საკუთარი აივნებიდან შემსრულებლები კომპოზიციებს ასრულებდნენ.. კოვიდ 19-ის კრიზისი ნამდვილად განსაკუთრებით მძაფრად მუსიკოსებს შეეხო. უამრავი ადამიანი, რომელიც შვილებს თუ მოხუც მშობლებს ინახავდა მომავლის გაურკვეველი პერსპექტივით და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა.

დღეს სახელმწიფოს, კერძო სექტორის და ქველმოქმედი ადამიანების კეთილი ნების ამარა დარჩენილებს სოლიდარობა და მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი